სუარესი "ატლეტიკოსკენ" იხრება

AutoSharing Option
ურუგვაელ თავდამსხმელს, ლუის სუარესს ესპანეთში დარჩენა აქვს გადაწყვეტილი, თუმცა არა "ბარსელონაში".

როგორც Deportes Cuatro იტყობინება, 33 წლის სთრაიქერი "ატლეტიკოში" გადასვლისკენ სერიოზულად იხრება. თან ურუგვაელის სამსახურით თავად მადრიდელების მთავარი კაცი - დიეგო სიმეონე ინტერესდება. "ქოუჩი" დარწმუნებულია, რომ სუარესი უმაღლეს დონეზე კიდევ მინიმუმ 2 სეზონის ჩატარებას შეძლებს. 
თავის მხრივ კი, "ატლეტიკო" სუარესის შეძენას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ ისინი ალვარო მორატას ან დიეგო კოშტას "მოიშორებენ". სიმეონე მისი შეგირდების თამაშით გასულ "კორონა-სეზონში" უკმაყოფილოა. იმ შემთხვევაში, თუ "ატლეტიკო" რომელიმე თავდამსხმელს ვერ გაუშვებს, ისინი უბრალოდ
ვერ შეძლებენ ვარსკვლავური თავდამსხმელისთვის ხელფასის გადახდას. 


altსუარესი არჩევანის წინაშე - რომელიც მეტ ფულს გადაუხდის, იმ გუნდში გადავა



altსუარესს "ბარსელონა" ფულს არ აძლევს და "იუვენტუსში" გადასასვლელად პრობლემა შეექმნა



altლუის სუარესი შეიძლება "ბარსელონადან" "ატლეტიკოში" გადავიდეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული