ლა ლიგის მეოთხე ტურში "ბარსელონამ" გასვლაზე "სელტა" 3:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 42-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, "ბარსას" მცველ ლანგლეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა. მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენისა, კატალონიურმა გუნდმა კიდევ ორი უპასუხო გოლი გაუტანა ივან ვილარს და ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მეორე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
"ბარსელონამ" ვიგოში 2015 წლის 5 აპრილის შემდეგ პირველად იმარჯვა და 4 ოქტომბერს "სევილიას" უმასპინძლებს.
სელტა - ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 ფატი (11), 0:2 ოლაზა (51 საკ. კარში), 0:3 სერხი რობერტო (90+5)
გაძევება: ლანგლე (42)