მადრიდის "რეალი" სერხიო რამოსთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავს და როგორც Cadena SER-ი წერს, კლუბის ხელმძღვანელობა სერხიოს ახალ, 2023 წლამდე გათვლილ კონტრაქტს შესთავაზებს.
აღსანიშნავია, რომ "ბლანკოსის" მესვეურებს კაპიტნის კიდევ 1 წლით დარჩენა უნდოდათ, თუმცა, რამოსის ფორმის გათვალისწინებით, კიდევ ერთი წელი დაამატეს...
ისიც გასათვალისწინებელია, რომ კლუბი სერხიოს ხელფასს არ შეუმცირებს. ესპანელები ელოდებიან, რომ მხარეები საბოლოო შეთანხმებას წლის ბოლომდე მიაღწევენ.
მიმდინარე ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისს გასდის.