მესი და "ბარსელონა" ფეხბურთელის მარადონასადმი მიძღვნილი ჟესტის გამო დააჯარიმეს

AutoSharing Option
ლიონელ მესის მიერ დიეგო მარადონასადმი მიძღვნილი ჟესტის გამო, როგორც თავად ფეხბურთელი, ისე კლუბი დააჯარიმეს.

"ოსასუნასთან" გატანილი გოლის შემდეგ ლეომ "ნიუელს ოლდ ბოისის" რეტრო მაისური გამოაჩინა, რომელიც "ბარსას" ფორმის ქვეშ ეცვა. მესისთვის "ნიუელსი" მშობლიური კლუბია, ხოლო მარადონამ 1993 წელს ამ გუნდის მაისურით 5 მატჩი ჩაატარა.

შეხვედრის მთავარმა მსაჯმა მესის ყვითელი ბარათიც უჩვენა, კატალონიელებს მისი გაუქმებაც სურდათ.

დღეს, 2 დეკემბერს კი, ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისმა კომიტეტმა მესი 600 ევროთი დააჯარიმა, ხოლო "ბარსელონა" - 350-ით. კლუბი გადაწყვეტილების სააპელაციო კომიტეტში გასაჩივრებას აპირებს.

ჟესტის გამო დააჯარიმეს" style="height: 50px; width: 50px;" />დიდებული ჟესტი - მესიმ გოლი მარადონას ხსოვნას მიუძღვნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
არადა როგორ უნდა გადაიხადოს ამხელა თანხა,ან მესიმ და ანაც ბარსელონამ.
გულშემატკივარი
18:15 02-12-2020
1
თქვენი დემოკრატიის .....
vava
17:23 02-12-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული