კუმანის შვილმა მესიზე ისაუბრა: ის არსად ჩანს...

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანის შვილმა, ტიმმა Voetbalzone-სთან ისაუბრა იმ საკითხზე, რომ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ლიონელ მესის გაცნობა.

"ჯერ მესის არ შევხვედრივარ. ის მართლაც ინკოგნიტოდ ცხოვრობს, მას ვერავინ ხედავს. ერთხელ მამა მესისთან დავტოვე, იქ ინტერვიუსთვის წავიდა.

ისინი სამზარეულოს მაგიდასთან საუბრობდნენ. ეს მაგარია: სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ მამაშენი, რონალდ კუმანი ამ საკითხზე არც კი დარდობს და მოუთმენლად ელოდება მესისთან საუბარს,"- განაცხადა ტიმმა.

მესის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში იწურება, "ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში კი 19 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით




მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ თავისი ხასიათითაც მიყვარს და პატივს ვცემ! როგორც ფეხბურთელზე ახალს არ ვიტყვი, უბრალოდ ბრწყინვალე!
ნონა
12:06 15-02-2021
1

სიახლეები პოპულარული