სტოიჩკოვი: მასთან ერთად "ბარსა" კაცნაკლულია, სასწრაფოდ გაყიდონ!

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ვარსკვლავმა ხრისტო სტოიჩკოვმა "ბლაუგრანას" ფრანგი ფორვარდი ანტუან გრიზმანი გააკრიტიკა და კლუბის ხელმძღვანელობას მისი გაყიდვისკენ მოუწოდა.

"ყოველ ჯერზე, როცა გრიზმანი მოედანზე შედის, "ბარსელონა" კაცნაკლული თამაშობს. შორეულ პერსპექტივაში თუ კარგის გაკეთება უნდათ, ფრანგი სასწრაფოდ უნდა გაყიდონ.

ძირითად შემადგენლობაში ტრინკაუ და ბრეიზუაითი უნდა იყვნენ. გრიზმანი საერთოდ რამეს აკეთებს?!" - განაცხადა სტოიჩკოვმა.

ლა ლიგის 24 შეხვედრაში გოლს+პასი სისტემით ფრანგს 12 ქულა (6 გოლი + 6 საგოლე პასი) აქვს და გუნდში მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩება, საგოლე გადაცემათა რიცხვი ზუსტად იმდენივე აქვს, რაც არგენტინელს.

მომზადებულია
SportSport.ba-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული