ლაუტარო შესაძლოა ესპანეთში გადაბარგდეს

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" შემტევმა, ლაუტარო მარტინესმა შესაძლოა "ნერაძური" 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს. არგენტინელი ფოვარდით მადრიდის "რეალი" და "ატლეტიკო" ინტერესდა.
მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი "ინტერში" თავს ბედნიერად გრძნობს, მისი აგენტი ალეხანდრო კამანო მომდევნო კვირას ესპანეთის დედაქალაქის ორი გიგანტის წარმომადგენლებს შეხვდება.

გასულ ზაფხულს ლაუტაროს "ბარსელონას" უკავშირებდნენ, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ეს გარიგება ჩაიშალა.

"ბლანკოსისთვის" მთავარი სამიზნე ერლინ ჰოლანი გახლავთ, თუმცა ბოლო ინფორმაციით ნორვეგიელი გუნდის შეცვლას არ აპირებს, ამიტომ ალტერნატიული შეთავაზებების ძებნა უკვე დაწყებულია.

რაც შეეხება "ატლეტიკოს", ლუის სუარესმა შესაძლოა კლუბი
ზაფხულში დატოვოს, ამიტომ მათ ფორვარდი აუცილებლად სჭირდებათ.

სერია A-ს მოქმედი ჩემპიონები "სამეფო კლუბს" აჩრაფ ჰაკიმისთვის 50 მილიონ ევროს იხდიან, რაც დამატებითი დასტურია, რომ კლუბებს შორის კარგი ურთიერთობა სუფევს

წყარო: marca

მკითხველის კომენტარები / 1 /
არადა კეინზე მეტად სიტის სწორედ ლაუტარო ან ფელიში გამოადგება.ზუსტად გვარდიოლას სტილში ჯდებიან სიმაღლის მიხედვით :D
აბგდ
16:56 22-05-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული