კაცნაკლულმა "ვალენსიამ" ფრეს 90+5-ე წუთზე მიაღწია - ბორდალასი მამარდაშვილს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებს

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-7 ტურში "ვალენსიამ" "მესტალიაზე" "ბილბაოსთან" ფრეს მიაღწია - 1:1.

"ღამურების" მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მიმდინარე სეზონში პრიმერაზე ჩატარებული 6 მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად კარში პირველად ჩააყენა იასპერ სილესენი.

69-ე წუთზე ბასკური გუნდი ინიგო მარტინესმა დააწინაურა, 82-ე წუთზე კი მსაჯმა მასპინძელთა თავდამსხმელი მაქსი გომესი გააძევა და "ვალენსია" რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა შეცვლაზე შესულმა მარკოს ანდრემ 90+5-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

ნამატჩევს ბორდალასმა განაცხადა, რომ ორი მარცხის შემდეგ გუნდმა "ტყავი გაიძრო" და წაგება არასამართლიანი შედეგი იქნებოდა. მან მამარდაშვილის შესახებაც გააკეთა კომენტარი:

"ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ცვლილების დრო მოვიდა. გიორგიმ თავის მოვალეობას კარგად გაართვა თავი. თქვენ იცით, ეს როგორ მოხდა. მან მოლოდინს და მოთხოვნებს გადააჭარბა. ძალიან ახალგაზრდა ბიჭია, უზარმაზარი მომავლის მქონე. გადავწყვიტეთ ორი დამარცხების შემდეგ არჩევანი უფრო გამოცდილ სილესენზე გაგვეკეთებინა, რომელიც სენსაციური იყო. ესაა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა არა მარტო სპორტული, არამედ არსებული სახასიათო მდგომარეობით".

"ვალენსია" 11 ქულით მე-5 ადგილზეა და 2 ოქტომბერს გასვლაზე "კადისს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ალბათ ინტერვიუ ვერ ჩამოართვა ბექამ
ყაიმაზა
26 სექტემბერი 2021 17:03
0
რა გინდათ? სეზონის წინ ვიხვეწებოდით რომერო გაუშვას და მამარდაშვილი 2ე მეკარედ დაიტოვოსთქო.ამ შემოდგომით კი არ მთავრდება ფეხბურთი.მაგას მიუჩენენ მეკარეების მწვრთნელს და დღე და ღამე ავარჯიშებენ რო რაც არ იცის ის დახვეწოს-მერე იქნება კურტუასნაერი მეკარე-აბა გულახდილი რო ვიყოთ დინამო მოსკოვის და გრანადას მერე ეროვნულ ლიგაშიც ბევრი იაღლიშები ჰქონდა
Levani
26 სექტემბერი 2021 16:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული