კაცნაკლულმა "ვალენსიამ" ფრეს 90+5-ე წუთზე მიაღწია - ბორდალასი მამარდაშვილს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებს

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-7 ტურში "ვალენსიამ" "მესტალიაზე" "ბილბაოსთან" ფრეს მიაღწია - 1:1.

"ღამურების" მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მიმდინარე სეზონში პრიმერაზე ჩატარებული 6 მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად კარში პირველად ჩააყენა იასპერ სილესენი.

69-ე წუთზე ბასკური გუნდი ინიგო მარტინესმა დააწინაურა, 82-ე წუთზე კი მსაჯმა მასპინძელთა თავდამსხმელი მაქსი გომესი გააძევა და "ვალენსია" რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა შეცვლაზე შესულმა მარკოს ანდრემ 90+5-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

ნამატჩევს ბორდალასმა განაცხადა, რომ ორი მარცხის შემდეგ გუნდმა "ტყავი გაიძრო" და წაგება არასამართლიანი შედეგი იქნებოდა. მან მამარდაშვილის შესახებაც გააკეთა კომენტარი:

"ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ცვლილების დრო მოვიდა. გიორგიმ თავის მოვალეობას კარგად გაართვა თავი. თქვენ იცით, ეს როგორ მოხდა. მან მოლოდინს და მოთხოვნებს გადააჭარბა. ძალიან ახალგაზრდა ბიჭია, უზარმაზარი მომავლის მქონე. გადავწყვიტეთ ორი დამარცხების შემდეგ არჩევანი უფრო გამოცდილ სილესენზე გაგვეკეთებინა, რომელიც სენსაციური იყო. ესაა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა არა მარტო სპორტული, არამედ არსებული სახასიათო მდგომარეობით".

"ვალენსია" 11 ქულით მე-5 ადგილზეა და 2 ოქტომბერს გასვლაზე "კადისს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მაგრა ითამაშა არა კვატი. ჯერ კარიდან არ გამოვიდა კარგად და მერე თავურით გადირკეს მაგრამ თამაშგარე იყო და არ ჩათვალეს გოლი. მალე დაბრუნდება გიორგი აი ნახავთ.
ლომი
25 სექტემბერი 2021 23:00
4
როგორ მწყდება გული რა დიდი შანსი ქონდა. ეს უკვე რეკლამაა.. უმაგრესია და უდიდეს მომავალს ვუწინასწარმეტყველებ და ა.შ. ეს უკვე სარფიანად გაყიდვის თემაა. სილესენზე მიაყოლა სენსაციურიო. მოკლედ ჯობია გადასვლა სადმე და შანსის გამოყენება. არ გაუმართლა რაღაც მხრივ მაგრამ სტაბილურიც ვერაა სამწუხაროდ
გიგა
25 სექტემბერი 2021 22:52
13
აი ეს არის ქართული არასერიოზულობა, თურმე ერთხელ რიმ ამოვარდები ოცი წლის გამოუცდელი ბიჭი ვალენსიას ძირითადან, გაამაყებული და გაბუტული აქაოდა ეს როგორ გამიბედესო, კი არ უნდა იშრომო და იბრძოლო ძირითადში ადგილის დასაბრუნებლად, უნდა დაკრა ფეხი და ურალში გადახვიდე იგრაოი პრაქტიკისთვის.
გიორგი
26 სექტემბერი 2021 08:41
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული