სილესენს აუტსაიდერმა 3 გაუტანა - "ვალენსიამ" მაინც მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-18 ტურში "ვალენსიამ" "ლევანტე" 4:3 დაამარცხა.

"ღამურების" კარს კვლავ იესპერ სილესენი იცავდა, ხოლო გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო იყო.

აუტსაიდერი "ლევანტე", რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატზე გამარჯვება არ აქვს მოპოვებული, 2:0 დაწინაურდა, თუმცა "ვალენსიამ" თამაშის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

ეს პრიმერას ისტორიაში მეათე შემთხვევაა, როდესაც "ვალენსია" ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა და გამარჯვების მოპოვება შეძლო.

"ვალენსია" 28 ქულით მე-7 ადგილზეა და 31 დეკემბერს "ესპანიოლს" უმასპინძლებს.

ვალენსია. "სიუდადი". 18 851 მაყურებელი
ლევანტე - ვალენსია 3:4
გოლები: 1:0 კამპანი (21), 2:0 როხერ მარტი (24), 2:1 გედეში (44),
2:2 სოლერი (50, პენ), 2:3 სოლერი (72), 2:4 გედეში (85), 3:4 ბარდი (90+1)

მკითხველის კომენტარები / 2 /
სამი გაუშვა, მარა არცერთი არ იყო მისი ბრალი. ერთი შეიძლებოდა მის სინდისზე ყოფილიყო, მაგრამ ისიც ხარიხამ იხსნა, თუმც მამარდა ეტყობა არ უნდა ვალენსიას, თორემ წელი იწურება და გამოსყიდვაზე არაფერს ამბობენ.
0
ლევანტე თუ ამ სეზონში გავარდა და ყველა წამყვანი ფეხბურთელი ამის შემდეგ დატოვებს გუნდს მერე შეიძლება ქოჩორაშვილის ამბავსაც ეშველოს და ათამაშონ სეგუნდაში მთავარ გუნდში
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული