ანჩელოტი: ხავის ვერ დავეთანხმები, თანაბარი თამაში იყო

AutoSharing Option
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ბარსელონას" 3:2 დამარცხების შემდეგ "რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.

"ხავიმ თქვა, რომ მისი გუნდი უკეთესი იყო? მე ვერ დავეთანხმები, თანაბარი თამაში იყო. ისინი ბურთს ფლობდნენ, მაგრამ პირველი გოლი უიღბლობის გამო გავუშვით.

ჩვენ არ ვდომინირებდით, მაგრამ არც ისინი დომინირებდნენ ჩვენზე. კონტრშეტევების მოლოდინში უკან დავიხიეთ. სამი გოლი შთამბეჭდავი იყო.

მოდრიჩი ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია, მასზე ძნელია გავლენის მოხდენა. ბევრი დადებითი თვისება აქვს. ვალვერდემ გატანილი გოლით ფინალში გაგვიყვანა. ვასკესის გარეშე რაღაცას ვკარგავთ, ხოლო ფედესთან ერთად საჯარიმოში შევდივართ", - ციტირებს
ანჩელოტის "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული