"მინდოდა ხალხს დავმახსოვრებოდი..." - კარიმ ბენზემა

AutoSharing Option
კარიმ ბენზემამ მადრიდის "რეალში" ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთა სიაში მე-3 ადგილზე გადასვლაზე კომენტარი გააკეთა:

"დი სტეფანოს გადასწრება ჩემთვის ოცნება იყო, ის ხომ "რეალის" ლეგენდაა. მახსოვს, "ბლანკოსში" გადასვლის შემდეგ გამართულ წარდგენაზე როგორ ჩამეხუტა. მოხარული ვარ, რომ ამ დონეზე შემიძლია თამაში, ეს ყველაფერი მაძლევს ძალას, რომ უფრო მაღალი სიმაღლეებისთვის ვიბრძოლო. მახსოვს, მან მითხრა, რომ სიამოვნებით ვითამაშებდი "სამეფო გუნდში".

გუნდში ყოველთვის ირიცხებიან ფეხბურთელები, რომლებიც განსხვავებას გვაძლევენ, თუმცა ამას მარტო ვერ გააკეთებ. ერთი რამ ვიცი, თუ კოლექტივი მოედანზე მაქსიმალურად კარგად თამაშობს, მაშინ მეც უმაღლეს
დონეზე შემიძლია ასპარეზობა, ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება.

ყოველდღე ვვარჯიშობ, განსაკუთრებით ახლა, "რეალში" მოვედი, რათა მოვიგო ტიტულები, თუმცა სიმართლეს გეტყვით, არც კი ვფიქრობდი, რომ ამდენ გოლს გავიტანდი. მინდოდა ხალხს დავმახსოვრებოდი და ვფიქრობ, სწორ გზას დავადექი.

"ბლანკოსში" წარმატების მიღწევა მინდოდა და აშკარაა, რომ სწორ გზაზე ვარ, თავს სახლში ვგრძნობ, მიყვარს მადრიდი და აქაური მაცხოვრებლები, ესპანეთის დედაქალაქში გატარებული თითოეული დღე მსიამოვნებს" - განაცხადა ბენზემამ.

შეგახსენებთ, კარიმმა ამ სეზონში ლალიგაში 24 შეხვედრა გამართა, თავი კი 20 გოლითა და 10 ასისტით გამოიჩინა, რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ფრანგ ფორვარდს 7 მატჩში 8 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა აქვს.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
ზოგს მესი სიყვარულით რეალობასაა მოწყვეტილია ...გაგეღიმება კაცს.მესის ლალიგაში დარჩენა რა?ბენზემას ბუცები გაძვრებოდა თუ მუხლი აუკანკადებოდა კარებთან...
Labirinti...
12 მარტი 2022 15:07
2
შენი ბედი ლეო მესი, რომ წავიდა უფრო სწორად "გაუშვეს", ვნახავდით ვინ ვინს გადაასწრებდა.
გია
12 მარტი 2022 12:25
58
მესი რომ ბენზემას თანაგუნდელი ყოფილიყო შენს კომენტარზე არ გამეცინებოდა... საერთოდ მესი რა შუაშია ბენზემასთან ერთი ეგ გამაგებინე, მესი რო იყო ლა ლიგაში ბენზემა ვერ იტანდა გოლებს თუ რა?
დათო
14 მარტი 2022 20:04
1
შენს ლოგიკას, რომ გავყვეთ: მაშინ შენ და შენნაირებს დიდიხანია ფეხბურთის გულშემატკივრობაზე ხელი უნდა გქონდეთ აღებული, თუნდაც იგივე წინა სეზონებში, ბენზემას გინებისათვის, "ბენზემძორას" შენნაირები ეძახოდით არა? მეშლება რამე? რაც შეეხება სმზარეულოში შესვლას და კართოფილის დაფცქვნას, მაგას ჩემი მეუღლეც მშვენივრად ართმევს თავს.
გია
12 მარტი 2022 17:36
3
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული