ესპანური Sport-ის ცნობით, უსმან დემბელე მზადაა "ბარსელონაში" დარჩენის სანაცვლოდ ხელფასიც დაიკლოს.
წყაროს თქმით, ფრანგ ფეხბურთელს "ბლაუგრანა" ამ ზაფხულს უნდა დაეტოვებინა, თუმცა მუსა სისოკო (აგენტი) კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა და ხელშეკრულების გახანგრძლივებაზეც შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, უსმანი კატალონიაში 2017 წელს "დორტმუნდიდან" გადავიდა. 24 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გოლითა და 11 ასისტით გამოიჩინა.