"მილანმა" ასენსიოს თაობაზე "რეალს" მიმართა - მადრიდელებს "როსონერის" შემოთავაზება ეცოტავათ

AutoSharing Option
"მილანი" მადრიდის "რეალის" 26 წლის შემტევი ნახევარმცველის, მარკო ასენსიოს გადაბირებას ცდილობს.

"როსონერიმ" "სამეფო გუნდს" 25 მილიონი ევროც შესთავაზა, თუმცა "ბლანკოსმა" ეს წინადადება იუარა, რადგან ფეხბურთელის სანაცვლოდ 35-40 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.

გასულ სეზონში მარკომ ყველა ტურნირზე 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 12 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მას "რეალთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული