"რეალმა" ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა და ლიდერობა დაიბრუნა

AutoSharing Option
ლა ლიგის მეხუთე ტურში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „მალიორკა“ 4:1 დაამარცხა.

„რეალმა“ ესპანეთის ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, ზედიზედ ხუთ შეხვედრაში გაუშვა გოლი, ვინისიუსმა კი ყველა ტურნირზე ზედიზედ მუხუთე მატჩში გაიტანა.

ამ გამარჯვების შედეგად „სამეფო გუნდმა“ ლიდერობა დაიბრუნა, უახლოესი მდევარი „ბარსელონა“ 2 ქულით ჩამოიტოვა და 14 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ლაიფციგს“ უმასპინძლებს, ხოლო 18 სექტემბერს პრიმერაზე „ატლეტიკოს“ შეხვდება.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 54 816 მაყურებელი
რეალი - მალიორკა 4:1
გოლები: 0:1 მურიკი (35), 1:1 ვალვერდე (45+3), 2:1 ვინისიუსი (72), 3:1 როდრიგო (89), 4:1
რიუდიგერი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს საიტი ბარსამანიაა ასეთი შთაბეჭდილება მრჩება
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული