32 წლის გერმანელს "სამეფო გუნდთან" კონტრაქტი სწორედ 2023 წლის ზაფხულში ეწურება და სავარაუდოდ, ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.
კროოსი "რეალის" ღირსებას 2014 წლიდან მოყოლებული იცავს. მიმდინარე სეზონში მან ლა ლიგაში 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.