"ბარსელონამ" უსმან დემბელეს თანამშრომლობის გაგრძელება შესთავაზა

AutoSharing Option
"ბარსელონას" სურს უსმან დემბელეს კონტრაქტი 2027 წლამდე გაუგრძელოს, - ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიური "სპორტი" ავრცელებს.

მწვრთნელი ხავი მიიჩნევს, რომ დემბელე რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად გუნდის საკვანძო მოთამაშე უნდა გახდეს. ფეხბურთელის აგენტები გასულ კვირაში უკვე შეხვდნენ კლუბის ხელმძღვანელობას.

"ბარსას" დირექტორი მატეუ ალემანი ხელშეკრულების გახანგრძლივებას 30 ივნისამდე იმედოვნებს, ვიდრე ის კლუბს დატოვებს. ასეთივეა უსმანის სურვილი.

დემბელეს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი ლა ლიგის 20 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არსად დაგეკარდოთ ეგ ლაზარეთის პაციენტი!
ლაშა
09:26 12-05-2023
0

სიახლეები პოპულარული