"ესპანეთი რასისტული ქვეყანა არ არის" - დე ლა ფუენტემ ვინისიუსს უპასუხა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მადრიდის "რეალის" შემტევის, ვინისიუსის განცხადებას უპასუხა.

როგორც იცით, ბრაზილიელმა თავდამსხმელმა თქვა, რომ თუ ესპანეთში რასიზმი არ დამარცხდება, 2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ამ ქვეყანაში არ უნდა ჩატარდეს.

"ვინისიუსის განცხადება არ მომისმენია, მაგრამ რაღაც მითხრეს. ესპანეთი რასისტული ქვეყანა არ არის, ესპანეთი თანაცხოვრების, პატივისცემის, ინტეგრაციის მაგალითია... მაგალითი, რომელსაც ბევრმა უნდა მიბაძოს.

რა თქმა უნდა, არასასურველი სიტუაციები ყოველთვის ხდება. მე ვამტკიცებ, რომ ესპანეთი არ არის რასისტული ქვეყანა და აქ არის ბევრი მაგალითი, რომლებსაც ბევრმა ქვეყანამ უნდა
მიბაძოს.

ესპანეთში, მაროკოსა და პორტუგალიაში მსოფლიო ჩემპიონატი უნიკალური მოვლენა იქნება. ეს იქნება წარმატება", - თქვა დე ლა ფუენტემ სერბეთის ნაკრებთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვინისიუს!შენ ხარ მაგარი ფეხბურთელი,მაგრამ პროვოკატორი.მე თუ სადმე ვარ ისეთ გარემოცვაში რომელიც არ მომწონს მალევე ვტოვებ იქაურობას.არ მოგწონს ეგ ქვეყანა მაშინ წადი სხვა ქვეყანაში.ამის მერე რომ ესპანეთის ყველა სტადიონზე სტვენას და გინებას დაგიწყებენ ეჭვი ხომ არ გეპარება?
გოჩა
19:13 05-09-2024
0
ესპანეთზე ასეთი შეტევა რეალის ფეხბურთელისაგან რამდენად ეთიკურია? ასეთ სიმაღლეზე ზუსტად რეალის მეშვეობით არის ეს არა კაცი და ახლა ესპანეთს ურტყავს. მაგ იდიოტს ავიწყდება რომ ეგ სამეფო გუნდია და ალბათ იმასაც ვერ იაზრებს სად არის ეგ სამეფო. შეუცვლელი ფეხბურთელი რეალს ჯერ არ ყოლია. ისეთები გაუშვეს არავის წარმოედგინა. ადვილი შესაძლებელია მაგ ტლიკინის შემდეგ ნელ ტემპში დაახვევინოს პერესმა მაქედან.
G.LA
18:16 05-09-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული