"ესპანეთი რასისტული ქვეყანა არ არის" - დე ლა ფუენტემ ვინისიუსს უპასუხა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მადრიდის "რეალის" შემტევის, ვინისიუსის განცხადებას უპასუხა.

როგორც იცით, ბრაზილიელმა თავდამსხმელმა თქვა, რომ თუ ესპანეთში რასიზმი არ დამარცხდება, 2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ამ ქვეყანაში არ უნდა ჩატარდეს.

"ვინისიუსის განცხადება არ მომისმენია, მაგრამ რაღაც მითხრეს. ესპანეთი რასისტული ქვეყანა არ არის, ესპანეთი თანაცხოვრების, პატივისცემის, ინტეგრაციის მაგალითია... მაგალითი, რომელსაც ბევრმა უნდა მიბაძოს.

რა თქმა უნდა, არასასურველი სიტუაციები ყოველთვის ხდება. მე ვამტკიცებ, რომ ესპანეთი არ არის რასისტული ქვეყანა და აქ არის ბევრი მაგალითი, რომლებსაც ბევრმა ქვეყანამ უნდა
მიბაძოს.

ესპანეთში, მაროკოსა და პორტუგალიაში მსოფლიო ჩემპიონატი უნიკალური მოვლენა იქნება. ეს იქნება წარმატება", - თქვა დე ლა ფუენტემ სერბეთის ნაკრებთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვინისიუსმა უნდა გაიგოს კანის ფერი და რასიზმი არაფერ შუაში, პრობლემა მისი იაზვა ხასიათია.
რრრ
21:17 05-09-2024
3
როგორც იქცევა ეს ვინისიუსი, ისეც ექცევა ფანები.
ასეა!
16:49 05-09-2024
2

სიახლეები პოპულარული