ყველა დროის რეკორდი მოხსნილია - მოდრიჩი "რეალის" ისტორიაში შევიდა

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-10 ტურის გასვლით შეხვედრაში "რეალმა" "სელტა" 2:1 დაამარცხა. მატჩის 63-ე წუთზე მოედანზე გამოჩნდა სტუმართა ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, რომელმაც ამით მადრიდული გუნდის ისტორია გადაწერა.

ხორვატი 39 წლისა და 40 დღის ასაკში გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, ვისაც "სამეფო გუნდის" მაისურით უასპარეზია.

აქამდე "რეალის" რიგებში ეს რეკორდი ლეგენდარულ უნგრელ ფერენც პუშკაშს ეკუთვნოდა, რომელმაც 1966 წელს "რეალის" ფორმით 39 წლისა და 36 დღისამ ითამაშა.

შეხსენებისთვის მოდრიჩმა მიმდინარე სეზონში "რეალის" ფორმით ყველა ტურნირზე 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 3 ასისტია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული