ევროპალიგა. I ტური: ახალი "მილანის" შთამბეჭდავი სტარტი

AutoSharing Option
ევროპალიგა ძალიან საინტერესოდ დაიწყო. სანამ ქართველი ფეხბურთელების კლუბების ასპარეზობაზე ვიტყოდეთ, ვთქვათ "მილანის" შესანიშნავი თამაშის შესახებ. იტალიურმა სუპერკლუბმა გასვლაზე ქვა ქვაზე არ დატოვა "აუსტრიასთან". ჰეთ-თრიკით გამოირჩა გუნდის პორტუგალიელი ახალწვეული ანდრე სილვა. ისევ ძალიან სუსტი იყო "ევერტონი", "ჰოფენჰაიმმა" კი "ბაიერნის" ძლევას შინ "ბრაგასთან" მოულოდნელი მარცხი მოაყოლა.

ახლა ქართველთა გარჯაზეც. გუშინ ოთხიდან სამმა ლეგიონერმა ითამაშა. საბა კვირკველიას "ლოკომოტივმა" გასვლაზე 0:0 ითამაშა "კოპენჰაგენთან". საქართველოს ნაკრების მცველმა სრულად ითამაშა.

"ვიტესმა" შინ 2:3 წააგო "ლაციოსთან". ჰოლანდიური კლუბის რიგებში თავიდან ბოლომდე მოედანზე იყო გურამ კაშია.

"ვარდარი" საშინაო
ასპარეზზე "ზენიტთან" განადგურდა - 0:5. მაკედონიელთა შორის 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო ჯაბა ჯიღაურმა.

ბატე ვაკო გვილიას გარეშე გასვლაზე დაუზავდა (1:1) "ცრვენა ზვეზდას".

A ჯგუფი
სლავია-მაკაბი 1:0
გოლი
: 1:0 ნეციდი (12)

ვილიარეალი-ასტანა 3:1
გოლები
: 1:0 სანსონე (16), 1:1 ლოგვინენკო (68), 2:1 ბაკამბუ (75), 3:1 ჩერიშევი (77)

B ჯგუფი
იანგ ბოიზი-პარტიზანი 1:1
გოლები
: 0:1 იანკოვიჩი (11), 1:1 ფასენახტი (14)

დინამო (კ)-შკენდერბეუ 3:1
გოლები
: 0:1 მუზაკა (39), 1:1 სიდორჩუკი (47), 2:1 მორაეში (50), 3:1 მბოკანი (65-პენ)

C ჯგუფი
ჰოფენჰაიმი-ბრაგა 1:2
გოლები
: 1:0 ვაგნერი (24), 1:1 ჟოაო კარლოსი (45), 1:2 დიეგო სოუზა (50)

ბაშაქშეჰირი-ლუდოგორეცი 0:0

D ჯგუფი
აუსტრია-მილანი 1:5
გოლები
: 0:1 ჩალჰანოღლუ (7), 0:2 ანდრე სილვა (10), 0:3 ანდრე სილვა (20), 1:3 ბორკოვიჩი (47), 1:4 ანდრე სილვა (56), 1:5 სუსო (63)
მილანი (3-5-2): დონარუმა - საპატა, ბონუჩი, რომანიოლი (74. მუსაკიო) - აბატე, კესი (62. ბონავენტურა), ბილია, ჩალჰანოღლუ, ანტონელი - ანდრე სილვა, კალინიჩი (62. სუსო).

რიეკა-აეკ 1:2
გოლები
: 0:1 მანდალოსი (16), 1:1 ელეზი (29), 1:2 ხრისტოდულოპულოსი (62)

E ჯგუფი
ატალანტა-ევერტონი 3:0
გოლები
: 1:0 მაზიელო (27), 2:0 გომესი (41), 3:0 კრისტანტე (44)

აპოლონი-ლიონი 1:1
გოლები
: 0:1 დეპაი (53-პენ), 1:1 ადრიანი (90)

F ჯგუფი
ზლინი-შერიფი 0:0
კოპენჰაგენი-ლოკომოტივი 0:0


G ჯგუფი
სტიაუა-პლზენი 3 :0
გოლები
: 1:0 ბურდესკუ (21-პენ), 2:0 ბურდესკუ (44), 3:0 ალიბეკი (73)

ბეერ შევა-ლუგანო 2:1
გოლები
: 1:0 ეინბინდერი (2), 2:0 ჟედაკი (60-პენ), 2:1 ტზედაკი (67-საკ. კარში)

H ჯგუფი
არსენალი-კიოლნი 3:1
გოლები
: 0:1 კორდობა (9), 1:1 კოლაშინაცი (49), 2:1 სანჩესი (67), 3:1 ბელერინი (82)
არსენალი (3-4-3): ოსპინა - ჰოლდინგი (46. კოლაშინაცი), მერტეზაკერი, მონრეალი - ბელერინი, ივობი (68. უილშირი), ელნენი, მაიტლენდ-ნილსი - უოლკოტი (83. ნელსონი), ჟირუ, სანჩესი.

ცრვენა ზვეზდა-ბატე 1:1
გოლები
: 1:0 რადონიჩი (54), 1:1 სიგნევიჩი (72)

I ჯგუფი
გიმარაეში-ზალცბურგი 1:1
გოლები
: 1:0 პედრაო (25), 1:1 ვ. ბერიშა (45)

მარსელი-ქონიასფორი 1:0
გოლი
: 1:0 რამი (48)

J ჯგუფი
ზორია-ოსტერსუნდსი 0:2

გოლები: 0:1 გოდოსი (50), 0:2 გედო (90)

ჰერტა-ბილბაო 0:0

K ჯგუფი
ვარეგემი-ნიცა 1:5
გოლები
: 0:1 პლეა (15), 0:2 პლეა (20), 0:3 დანტე (28), 1:3 ლეია (46). 1:4 სენტ - მაკსიმი (69), 1:5 ბალოტელი (70)

ვიტესი-ლაციო 2:3
გოლები
: 1:0 მატავცი (33), 1:1 პაროლო (53), 2:1 ლინსენი (57), 2:2 იმობილე (67), 2:3 მურჯა (75)
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - ბასტოსი, დე ვრი, ფელიპე (46. იმობილე) - მარუშიჩი, მურჯა, დი ჯენარო (62. მილინკოვიჩ-სავიჩი), პაროლო, ჯ. ლულაკუ (65. ლულიჩი) - კაისედო, ლუის ალბერტო.

L ჯგუფი
სოსიედადი-რუსენბორგი 4:0
გოლები
: 1:0 ლორენტე (9), 2:0 სურუტუსა (10), 3:0 სკიელვიკი (41-საკ. კარში), 4:0 ლორენტე (77)
სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოსოლა, ელუსტონდო, ლორენტე, დელა ბელა - პრიეტო (58. ხუანმი), ილარამენდი, სურუტუსა (77. სუბელდია) - ველა, ვილიან ჟოზე (68. ბაუტისტა), კანალესი.

ვარდარი-ზენიტი 0:5
გოლები
: 0:1 კოკორინი (6), 0:2 კოკორინი (21), 0:2 ძიუბა (39), 0:4 იოვანოვიჩი (66), 0:5 რიგონი (89)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული