მეორე ადგილზე 23%-ით პეტერბურგის "ზენიტის" ფორვარდი ალექსანდრ კოკორინია, რომელმაც "ვარდართან" შეხვედრაში (5:0) ორჯერ დაამწუხრა მაკედონიელები, ხოლო მესამეზე "მილანელი" ანდრე სილვა, ვინაც როსონერის "აუსტრიასთან" მატჩში ჰეთ-ტრიკით შეეწია.
უეფამ პირველი ტურის სიმბოლური ნაკრებიც დაასახელა.
მეკარე: იაგო ერენინი (ბილბაო). მცველები: ექტორ ბელერინი (არსენალი), დიეგო ლორენტე (სოსიედადი), ანდრეა მაზიელო (ატალანტა), ედუარდ სობოლი (სლავია). ნახევარმცველები: როდრიგო როდრიგესი (ვილიარეალი), ჰაკან ჩალჰანოღლუ (მილანი), სერხიო კანალესი (სოსიედადი), დიმიტრი პაიეტი (მარსელი). თავდამსხმელები: ანდრე სილვა (მილანი), ალექსანდრ კოკორინი (ზენიტი).