
ლონდონელებმა ალექსანდ ლაკაზეტი დაკარგეს, ფეხბურთელი ტრავმის გამო 6 კვირა ვერ ითამაშებს, ხოლო პიერ-ემერიკ ობამეიანგი უეფას წესების გამო ევროპის ლიგაზე ვერ ითამაშებს.
ორმა თავდამსხმელმა "მეთოფეები" იანვარში დატოვა: თეო უოკლოტი "ევერტონში" გადავიდა, ხოლო ოლივიე ჟირუ - "ჩელსიში".
შესაბამისად, "არსენალს" მხოლოდ დენი უელბეკი რჩება.
უელბეკმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 17 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ევროპა ლიგის გათამაშებაში მან ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით