21:55 საათზე ევროპა ლიგის განმეორებითი 1/16-ფინალური მატჩი დაიწყება "გენტსა" და "რომას" შორის. ცნობილი გახდა გუნდების შემადგენლობები: "გენტის" ქართველი ლეგიონერები ჩაკვეტაძე და ქვილითაია სათადარიგოები არიან.
ამ გუნდების პირველ შეხვედრაში ჩაკვეტაძემ 16 წუთი ითამაშა, ხოლო ქვილითაია სათადარიგო იყო. შემდეგ ბელგიის ჩემპიონატზე "სენტ ტრუიდენთან" მოგებულ შეხვედრაში (4:1) ჩვენებურებმა შეუცვლელად იასპარეზეს - ქვილითაიამ გოლი გაიტანა და პენალტი მოიპოვა, ჩაკვეტაძემ კი საგოლე გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, პირველ მატჩში "რომამ" "გენტი" 1:0 დაამარცხა.