ბათუმის "დინამო" "ჰაპოელთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" სტუმრად 0:3 დამარცხდა ბეერ შევას "ჰაპოელთან" და ტურნირს გამოეთიშა.

მასპინძლები დებიუტში პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ჟოსუემ დააწინაურა, შუა პირველ ტაიმში კაბჰამ კობახიძისგან რიკოშეტით დალაშქრა ალავიძის კარი; ხოლო მეორე ტაიმში ჟოსუემ საჯარიმოთი კიდევ ერთი გოლი გაიტანა და "ჰაპოელმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

პეტახ-ტიკვა. "ჰამოშავა"
ჰაპოელი - დინამო (ბთ) 3:0
გოლები: 1:0 ჟოსუე (9), 2:0 კაბჰა (21), 3:0 ჟოსუე (61)

ჰაპოელი: ლევიტა, დადია, ვიტორი (ტაჰა 79), ტზედეკი, გოლდბერგი, სალალიჩი, კაბჰა (იოზეფი 62), კელტიენსი, ჟოსეუ, აცოლატსე, ჩვირო (ვარენე 75)

დინამო
(ბთ): ალავიძე, ნავალოვსკი (ჩალაძე 45), ობაობონა, კობახიძე, მამუჩაშვილი, მანჯგალაძე (გაფრინდაშვილი 77), ტეიდი, ჯიღაური, ფლამარიონი, გონსალვესი, ნიქაბაძე (რეინალდო 64)

მკითხველის კომენტარები / 44 /
ფული ხალხნო ფულიი.ფულმა მოკლა ფეხბურთი,განსაკუთრებით ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნებისთვის.სამი ლეგიონერის მეტი როარ შეიძლებოდა გახსოვთ?ეს აბალანსებდა სწორედ მდიდარ-ღარიბს.ახლა მთავარია ფული გქონდეს და თუ გინდა ყველა ლეგიონერი გყავდეს,წარმოიდგინეთ აბა აპოლონს ან ჰაპოელს 8 კვიპრი და 8 ებრაელი ყოლოდა ძირითადში,ხომ გაცილებით მეტი იქნებოდა შანსი?აპოლონს ათი ლეგიონერი ყავდა ძირითადში,ასე რომ იყოს დავუშვათ ბათუმში მოგეწონებოდათ?დარწმუნებული ვარ 80 პროცენტს არ მოეწონებოდა,მერე სხვანაირი საუბარი წავიდოდა,ვის ვუყურო და ვუქომაგო ქართული გუნდი ქვია მაგასო?ჩვენი მენტალიტეტიც განსხვავდება.რეალურად არაა ამ პატარა ქვეყანაში იმდენი ქართველი ფეხბურთელი რომ თუნდაც ოთხი ნორმალური კლუბის დონე დააკმაყოფილოს.კარგ ლეგიონერს კი ბევრი ფული უნდა,რომელიც არ გვაქვს.ამასობაში ვინც ცოტა ნორმალური ჩნდება 18-19 წლის უკვე სხვაგან გარბის.ასე რომ მთლად ფეხბურთელებს,მწვრთნელებს და მფლობელებს ნუ დავაბრალებთ რაც ხდება.ეს ყველაფერი წყეული სიღარიბის გამო ხდება.ეჰ...
Master
28 აგვისტო 2020 00:07
2
ძალიან შემეცოდა ბათუმი. მომეწონა. ასეთი გამათულ ფეხბურთს თუ თამაშობდა ნამდვილად არ მეგონა. არ გაუმართლა. მაგრად არ გაუმართლა. ცალსახაა: 1.წელს საქართველოს ჩემპიონი უპირობოდ გახდება. 2. თუ არ დაშლიან და არ გაყიდიან უცხოელებს და ჯიღაურს, გაისათ ნამდვილად სერიოზულად იბრძოლებენ ჯგუფში გასასვლელად და არც იქ შეირცხვენენ თავს.
გეგუჩაძეს მივმართავ. გააგრძელეთ და დაგიფასთებად. შედეგი აუცილებლად იქნება. წარმატებებს გისურვებთ.
alexandre (თბილისის დინამოს გულშემატკივარი)
28 აგვისტო 2020 00:04
11
სათაამური უშანსოდ დამრცხდა მიღებელია უაზრო კომნტარი იყო უშანსოდ არა ესეთი წაგება არ ეკუთნოდა თამაშით აჯობა ბათუმა უბრალად ძალინ უაზრო გოლი გავიდა პირველ ტაიმში არკუთნოდა წაგება
giorgi
28 აგვისტო 2020 00:01
11
მარტო კობიაშვილი კი არ უნდა გადადგეს არამედ მთლიანად არის ფეხბურთის ფედერაციის ბუდე დასაშლელი
ზაზა
28 აგვისტო 2020 00:01
12
არაფერი გვეშველება არააა ფეხბურთი ჩვენი საქმე
maxo
27 აგვისტო 2020 23:49
12
ნერვებს ან შენ რატომ იშლი ან ჩვენ რატომ გვიწეწავ? წადი რა კერლინგს უყურე და თავი დაგვანებე
Grisha
28 აგვისტო 2020 00:33
0
სასწრაფოდ უნდა გადადგეს კობიაშვილი! მრავალჯერ დადასტურებული ფაქტია რომ პროგრესი არ აქ ქართულ ფეხბურთს.
kolx
27 აგვისტო 2020 23:49
12
სხვათაშორის ბათუმის თამაში მომეწონა და შთაბეჭდილება დამრჩა რომ უფრო კარგი გუნდია ვიდრე მოწინააღმდეგე გუნდი და ლეგიონერებიც ძალიან კარგები ყავს.

პ.ს. სამივე გოლი მეკარეის სინდისზეა, უკეთესი მეკარე ეკუთვნის ბათუმის დინამოს
გიგა
27 აგვისტო 2020 23:47
7
გეთანხმები, მეც ძალიან მომეწონა ბათუმი _ ბურთის კონტროლი, სწრაფი მოქმედება, კომბინაციები, დარტყმის მცდელობები, ყველაფერი იყო და თითქოს სულ ცოტა დაგვაკლდა წარმატებამდე. ყოველ შემთხვევაში თბილისის დინამოზე და საბურთალოზე კარგად ნამდვილად ითამაშეს.
გაგა
28 აგვისტო 2020 00:08
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული