EURO 2020. საკვალიფიკაციო: ესპანეთმა ფარერები, უკრაინამ კი სერბეთი გაანდგურა [VIDEO]

AutoSharing Option
7 ივნისს, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე მეორე ტურის მატჩები ჩვენი, D ჯგუფის გარდა კიდევ ოთხ ჯგუფში ჩატარდა.

ესპანეთი სტუმრად ადვილად გაუსწორდა ფარერებს 4:1 და ტურნირის სტარტზე სამივე მატჩი მოიგო. მცველმა სერხიო რამოსმა ეროვნულ გუნდში ჩატარებულ უკანასკნელ 7 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. 34 წლის ნახევარმცველმა სანტი კასორლამ, რომელსაც კოჭ-წვივზე 10 ოპერაცია გაუკეთეს, 1 302 დღის შემდეგ პირველად ითამაშა "ფურია როხას" ძირითად შემადგენლობაში.


იმდენი იძახა "აინტრახტიდან" "რეალში" გადასულმა სერბმა თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა, უკრაინას ვარსკვლავები არა ჰყავსო, სანამ 5 უპასუხო
გოლი არ გაუტანეს. უკრაინამ ბოლოს 5 ბურთის სხვაობით 2009 წლის სექტემბერში კიევში ანდორა 5:0 გაანადგურა. ანდრეი შევჩენკოს გუნდი 7 ქულით ჯგუფის ლიდერია.


A ჯგუფი
პრაღა. "ჯენერალი"
ჩეხეთი - ბულგარეთი 2:1
გოლები: 0:1 ისა (3), 1:1 შიკი (19), 2:1 შიკი (50)

პოდგორიცა. "პოდ გორიცომი"
მონტენეგრო - კოსოვო 1:1
გოლები: 0:1 რაჩიცა (25), 1:1 მუგოსა (69)

B ჯგუფი
ვილნიუსი. "LFF"
ლიეტუვა - ლუქსემბურგი 1:1
გოლები: 0:1 როდრიგესი (20), 1:1 ნოვიკოვასი (74)
გაძევება: მიკოლიუნასი (42), ვორობიოვასი (90+4)

ლვოვი. "ლვოვ არენა"
უკრაინა - სერბეთი 5:0
გოლები: 1:0 ციგანკოვი (26), 2:0 ციგანკოვი (28), 3:0 კონოპლიანკა (46), 4:0 იარემჩუკი (59), 5:0 კონოპლიანკა (75)

F ჯგუფი
ტორსჰავნი. "ტორსვოლიური"
ფარერები - ესპანეთი 1:4
გოლები: 0:1 სერხიო რამოსი (5), 0:2 ხესუს ნავასი (19), 1:2 ოლსენი (30), 1:3 გესტსონი (34, საკ. კარში), 1:4 გაია (71)

ოსლო. "ულევაალი"
ნორვეგია - რუმინეთი 2:2
გოლები: 1:0 ელუონოსი (56), 2:0 ოდეგაარდი (70), 2:1 კესერუ (77), 2:2 კესერუ (90+2)

სოლნა. "ფროინდს არენა"
შვედეთი - მალტა 3:0
გოლები: 1:0 ქუაისონი (2), 2:0 კლასონი (50), 3:0 ისაკი (81)

G ჯგუფი
კლაგენფურტი. "ვიორტჰერსე"
ავსტრია - სლოვენია 1:0
გოლი: ბურგსტალერი (74)

სკოპიე. "ტელეკომი"
ჩრდ. მაკედონია - პოლონეთი 0:1
გოლი: პიონტეკი (47)
გაძევება: მუსლიუ (85, ჩრდ. მაკედონია)

რიგა. "დაუგავა"
ლატვია - ისრაელი 0:3
გოლები: 0:1 ზაჰავი (10), 0:2 ზაჰავი (60), 0:3 ზაჰავი (81)

მკითხველის კომენტარები / 21 /
სერბეთი იტალიაში ან ესპანეთში ხომ არ შეგეშალათ რეებს წერთ? ფარჩაკი იყო სულ უყვარდა 6-0 წაგებები და 5-0. მახსოვს არგენტინამ მსოფლიოზე მოუგო სერბია მონტენეგროს 6-0 შვეიცარიაზე, ბელგიაზე, დანიაზე დაბალი დონისაა და დიდი დიდი ირლანდიაზე ცოტათი ძლიერი იყოს. საქარველოსთვის გრანდია რათქმაუნდა.
ika
08 ივნისი 2019 10:38
2
იტალია და ესპანეთი კიარა ხორვატებზე ნაკლები არ არიან სერბები ტალანტით და მონაცემებით არაფრით არ ჩამორჩებიან, უბრალოდ ისეთი ისტერიკული მონდომება არა აქვთ როგორც იმათ. გადავსებულია ევროპა სერბი და ხორვატი ტალანტებით
xxxxx
08 ივნისი 2019 20:08
2
საქართველოც არ არის ის გუნდი ლატვაის 5-0 მოუგოს, მაგრამ ხდება, სერბეთი გრანდი ხო არ გგონიათ, საქართველსოთან არის გრანდი, საქართველოსთანაც გაუჭირდა შინ. არასოდეს დიდი არაფერი გუნდი არ ყოფილა.
....
08 ივნისი 2019 10:32
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული