სპალეტიმ პოლიტანოს უგანა - ლუჩანომ იტალიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 30 ფეხბურთელია, საბოლოო სიას კი 4 ივნისს, თურქეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ გამოაცხადებს.

სპალეტიმ თავისი ყოფილი გუნდიდან, "ნაპოლიდან" სამ ფეხბურთელს უხმო (მერეტი, დი ლორენცო, რასპადორი), აგრეთვე ნეაპოლური კლუბიდან "ვერონაში" განათხოვრებულ ფოლორუნშოს, მატეო პოლიტანო კი განაცხადს მიღმა დატოვა. პოლიტანომ შესარჩევი ტურნირის შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ სპალეტიმ მისი ევრო 2024-ზე წაყვანა საჭიროდ არ მიიჩნია.

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი (ნაპოლი), ივან პროვედელი (ლაციო), გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი)

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი, ალესანდრო ბასტონი, მატეო
დარმიანი, ფედერიკო დიმარკო (ყველა ინტერი), რაულ ბელანოვა, ალესანდრო ბონჯორნო (ორივე ტორინო), რიკარდო კალაფიორი (ბოლონია), ანდრეა კამბიასო (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა, დავიდე ფრატეზი (ორივე ინტერი), ბრაიან კრისტანტე, ლორენცო პელეგრინი (ორივე რომა), ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი), მაიკლ ფოლორუნშო (ვერონა), ჟორჟინიო (არსენალი), სამუელე რიჩი (ტორინო)

თავდამსხმელები: ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), სტეფან ელ შაარავი (რომა), რიკარდო ორსოლინი (ბოლონია), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), მატეო რეტეგი (ჯენოა), ჯანლუკა სკამაკა (ატალანტა), მატია ძაკანი (ლაციო)

მკითხველის კომენტარები / 4 /
1997 წლიდან იტალის ვგულშემატკივრობ და ესეთინ სუსტი შემაგდენლობა არასდროს არ ჰყოლოათ. ფაქტიურად ბარელას, კიეზას, ბასტონის და დიმარკოს გარდა კაშკაშა ფეხბურთელი არც არის და ესენიც ტოპ 10-ში აშკარად არ არიან არც ერთი. მიუხედავად ამისა მაინც მგონია, რომ ჯგუფიდან გავლენ.
გიონატ
24 მაისი 2024 13:40
1
ტორინოს დაცვის ორივე წევრი,ნაკრებში აიყვანა და გასაგებია,რატომ არ ეძლევა სათამაშო დრო,საბა საზონოვს.
სოსო
24 მაისი 2024 10:49
0
იტალიის ნაკრები მაგარი გაღარიბებულია ძლიერი და სახელოვანი ფეხბურთლებით
ნიკა
24 მაისი 2024 09:20
0
სეზონის დასაწყისში პოლიტანო მაგარი იყო მარა ეხლა ძაან სუსტად გამოიყურება და ნაკრებში მისი ადგილი ნამდვილად არაა.
გივი
24 მაისი 2024 09:16
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული