პორტუგალიამ თურქეთი დაჯაბნა და უკვე პლეი-ოფშია - საქართველოსთან ლეაო ვერ ითამაშებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, პორტუგალიამ თურქეთი 3:0 დაამარცხა და პლეი-ოფში ვადამდე გავიდა - გარანტირებული პირველი ადგილით.

რონალდომ საგოლე გადაცემა გააკეთა - ეს მიმდინარე ტურნირზე მისი პირველი საგოლე მოქმედებაა.
ლეაომ სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს.

პორტუგალიას ექვსი ქულა აქვს, თურქეთს სამი, ჩეხეთსა და საქართველოს კი - თითო-თითო.

ბოლო ტური 26 ივნისს ჩატარდება: პორტუგალია საქართველოს, ხოლო თურქეთი ჩეხეთს დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“
თურქეთი - პორტუგალია 0:3
გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (21),
0:2 აკაიდინი (28, საკ. კარში), 0:3 ბრუნო ფერნანდეში (55)

altბრწყინვალე მამარდაშვილი - ისტორიულ გამარჯვებამდე ერთი ზუსტი დარტყმა დაგვაკლდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
რაო ერდოღანმა არ დაურეკა, თვალების დასაკოცნად?
ვანო
22 ივნისი 2024 22:15
1
წაგება...ნიჩია...ახლა მოგებას დაველოდოთ. მერე რა რომ პორტუგალიას ვეთამაშებით? მოტივაცია და ფორტუნაა მთავარი. გამარჯვება ბიჭებო!
ტოტიკა
22 ივნისი 2024 22:54
2
ვნახოთ.. დილი ალბათობით ფერნანდესი, სილვა და რონი დაისვენებენ, როგორც მინიმუმ არ დაიწყებენ ალბათ, თუმცა სულ რომ მეორე გუნდით გვეთამაშონ მაინც უდავო ფავორიტები არიან. უნდა შევაკვდეთ,ბოლობოლო ასეთი მნიშვნელობის მატჩი არ გვითამაშია 1981ის მერე, მერვედფინალში გავდივართ მოგებით და ამაზე დიდი მოტივაცია რა უნდა იყოს.. კიტე გვჭირდება უსიკვდილოდ.
ალექს
22 ივნისი 2024 22:04
1
გაასწორა სულ კი არ გაუმართლებდათ როგორც ჩვენთან, ჩეხებიც გადაუვლიან თურქებს
მიხო
22 ივნისი 2024 22:14
3
თურქებმა ჩეხებისთვის შეინახეს თავი და სწორადაც მოიქცნენ. მაგათ თუ ჩეხებთან წააგეს, მე ფეხბურთი არ მცოდნია.
ექსპერტი
22 ივნისი 2024 22:31
12
წაგება...ნიჩია...ახლა მოგებას დაველოდოთ. მერე რა რომ პორტუგალიას ვეთამაშებით? მოტივაცია და ფორტუნაა მთავარი. გამარჯვება ბიჭებო!
ტოტიკა
22 ივნისი 2024 22:52
1
წაგება და მოგება აღარ გახსოვს ალბათ რუსულად?! ... სამწუხაროდ
გიორგი
22 ივნისი 2024 22:55
8
მიუხედავად იმისა, რო პორტუგალია არ მევასება, თურქების ვარიანტში გაგვისწორაააა!
გიგა
22 ივნისი 2024 22:08
1
უმოტივაციო პორტუგალიასთან მოგება შეიძლება.
ოთო
22 ივნისი 2024 23:44
3
მიდით პორტუგალიისკენ გაიწიეთ მოიგეთ და გამო***თ ევროპა
რაბუ
22 ივნისი 2024 23:21
1
კარგია პორტუგალიამ თურქეთს მოუგო, იქნებ თავი აღარ მოიკლას... დარწმუნებული ვარ ეხლა ათამაშებენ ბუდუს, თუ რამე მოახერხა ხომ კარგი თუ არადა მერე ექნებათ ხელის გასაშვერი აი რატომ არ ვათამაშებდითო.. მთავარია ჩვენი ვარსკვლავ ბიჭუნა იყოს კიდევ ისეთ გადასარევ ფორმაში როგორც წინა ორ თამაშში და მარტოც მოუგებს პორტუგალიას.. სანიოლი ალბათ წავა ევროს მერე და ხიზანას დანიშნავენ მთავარ მწვრთნელად, თუ არადა აგერ ვარ მე და აგერაა გერმანია...
zvio
22 ივნისი 2024 22:06
19
ა ბიჭო შანსი ტოტალიზატორს, საქართველოს პოტუგალიასთან გამარჯვებით, ჰა რავარია.
ეუსებიო
23 ივნისი 2024 00:10
2
მეც კი მაქ იმედი, სადღაც ერთი მაგარი სენსაცია ხომ უნდა მოხდეს, მითუმეტეს ყველამ ოცდამეოთხე ადგილზე გაგვიყვანა.
მალხაზ ჯობავა
23 ივნისი 2024 09:19
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული