ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელები გარი ლინეკერი და ალან შირერი მაიკ რიჩარდს The Rest Is Football-ის პოდკასტში მოუყვნენ, რომ ისინი შეყვარებული წყვილი ეგონათ.
"სანამ აქ მოვიდოდით, ავსტრიისა და თურქეთის მატჩის შემდეგ იტალიურ სამზარეულოში ცოტა წავიხემსეთ. გზაში ბიჭს შევხვდით, რომელმაც გერმანულად რაღაცის ყვირილი დაგვიწყო. მე ვუთხარი: "მაპატიეთ, გერმანულად ვერ ვლაპარაკობ, თქვენ ინგლისურად საუბარი შეგიძლიათ?" მან მიპასუხა: "დიახ, მე ვლაპარაკობ ინგლისურად. მინდა გკითხოთ, დიდი ხანია ერთად ცხოვრობთ? შესანიშნავი წყვილი ხართ", - თქვა ლინეკერმა, რომელმაც მას უთხრა, რომ 1992 წლიდან ერთად არიან.
"მართალი გითხრათ, ცხოვრებაში ასეთი
შეურაცხყოფა ჩემთვის არავის არ მოუყენებია", - დაიჩივლა შირერმა, ლინეკერმა კი აღნიშნა, რომ თავიდან გაბრაზდნენ, შემდეგ კი ძალიან იხალისეს.
"მართალი გითხრათ, ცხოვრებაში ასეთი