1 ოქტომბერს გერმანიის ჩემპიონატის 3 მატჩი გაიმართა და რა თქმა უნდა, ცენტრალური "ჰერტა" - "ბაიერნი" გახლდათ. ამ შეხვედრაში ბავარიულ გუნდს გადაყენებული მწვრთნელის
კარლო ანჩელოტის თანაშემწემ
ვილი სანიოლმა უხელმძღვანელა და თავიდან მათთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა,
მატს ჰუმელსმა ანგარიში გახსნა, შემდეგ
რობერტ ლევანდოვსკიმ მეორედ დაამწუხრა დედაქალაქელები, მაგრამ მერე ბერლინელებმა
ონჟეი დუდამ და
სალომონ კალუმ 5 წუთში ორჯერ დალაშქრეს
სვენ ულრაიხის კარი და თამაში ფრედ, 2:2 დასრულდა.
62-ე წუთზე მუხლის ტრავმა მიიღო "რეკორდმაისტერის" ნახევარმცველმა
ფრანკ რიბერიმ და სტადიონი ყავარჯნებით დატოვა. ასე და ამგვარად,
"ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" უკვე 5 ქულით ჩამორჩა და როგორც იუწყებიან, გუნდს მალე
ტომას ტუხელი ჩაიბარებს.
ერთ-ერთმა აუტსაიდერმა "ფრაიბურგმა" სახლში 3:2 დაამარცხა მე-3 ადგილზე მყოფი "ჰოფენჰაიმი", ხოლო "ლაიპციგმა" გასვლაზე "კიოლნს" 2:1 მოუგო.