ბუნდესლიგა. XV ტური: "ბაიერნმა" ისევ მოიგო, მაგრამ "დორტმუნდი" დაწევის საშუალებას არ აძლევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის მე-15 ტურში "ბაიერნმა" გასვლაზე "ჰანოვერი" 4:0 გაანადგურა, ხოლო "დორტმუნდმა" სახლში "ვერდერს" 2:1 სძლია.

"დორტმუნდი" 39 ქულით კვლავ ლიდერია, "ბაიერნი" კი 9 ქულით ჩამორჩება.

"დორტმუნდი" ზამთრის ჩემპიონი გახდა. ამ გუნდმა ადრე სამჯერ მოიგო პირველი წრე და სამივეჯერ ჩემპიონი გახდა.

"დორტმუნდის" თავდამსხმელი ალკასერი 11 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია, 10-10 გოლი მისმა თანაგუნდელმა როისმა, ლევანდოვსკიმ (ბაიერნი) და იოვიჩმა (აინტრახტი) გაიტანეს.

ჰანოვერი. " HDI არენა". 49 000 მაყურებელი
ჰანოვერი - ბაიერნი 0:4
გოლები: 0:1 კიმიჰი (2), 0:2 ალაბა (49), 0:3 გნაბრი (49), 0:4 ლევანდოვსკი (62)

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 81 365 მაყურებელი
დორტმუნდი - ვერდერი 2:1
გოლები: ალკასერი (19), 2:0 როისი (27), 2:1 კრუზე (35)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული