მანუელ ნოიერმა შესაძლოა ევრო 2020-ის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულოს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მეკარემ, მანუელ ნოიერმა შესაძლოა ევრო 2020-ის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულოს, - იტყობინება SportBild-ი.

გამოცდილი მეკარე უკმაყოფილოა მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან კონფლიქტით და აპირებს, ევროპირველობის შემდეგ ნაკრებში ადგილი დაუთმოს.

33 წლის ნოიერმა გერმანიის ნაკრებში სადებიუტო მატჩი 2009 წლის ივნისში გამართა. სულ ნაკრებში 90 მატჩი ჩაატარა, ხოლო 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნოიერი "ბაიერნთან" ახალ კონტრაქტზე აწარმოებს მოლაპარაკებას.

altიოახიმ ლიოვი: ნოიერი ჩვენი კაპიტანია, ტერ შტეგენი...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული