"გლადბახის" სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მათი გუნდის თავდამსხმელმა მარკუს ტიურამმა ბოდიში მოიხადა გუშინდელ მატჩში "ჰოფენჰაიმის" მცველ შტეფან პოშისთვის შეფურთხებისათვის, კლუბმა გადაწყვიტა, ეკვივალენტური თანხით დააჯარიმოს ტიურამი და ეს ფული საქველმოქმედო ფონდში ჩაირიცხება.
გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ტიურამი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და 40 ათასი ევროთი დააჯარიმა.