დარჩა მხოლოდ ერთი კანდიდატი - "ბაიერნი" დე ძერბის ვარიანტზე გადაერთო

AutoSharing Option
ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციიით, "ბაიერნს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა შემორჩა და ეს "ბრაიტონის" ამჟამინდელი თავკაცი რობერტო დე ძერბია.

მიუნხენელები რამდენიმე სპეციალისტთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, შემდეგ კი მოქმედი დამრიგებლის ტომას ტუხელის შენარჩუნება სურდათ, თუმცა არცერთი ვარიანტი არ გამოვიდა.

იტალიელი სპეციალისტის გამოსასყიდ თანხად 15 მილიონი ევრო სახელდება, რადგან მას "ბრაიტონთან" კონტრაქტი აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" ბოლო 12 წელში პირველად დაასრულა სეზონი უტიტულოდ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული