BILD-მა გუშინ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ნაჩვენებია, რომ აფრიკელი ფეხბურთელი უკვე დორტმუნდში იმყოფება, სადაც დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 2028 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს. ტრანსფერის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
გირასიმ "შტუტგარტში" გასული სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და 28 ბუნდესლიგურ მატჩში ამდენივე გოლით გამოირჩა. ის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ "ბაიერნის" ფორვარდ ჰარი კეინს ჩამორჩა, რომლის ანგარიშზეც 36 ზუსტი დარტყმაა.