"ჩელსი" და ანტონიო კონტე ტრანსფერებზე ვერ თანხმდებიან

AutoSharing Option
"ჩელსის" მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტესა და კლუბის ხელმძღვანელობას, გუნდის განვითარებასთან დაკავშირებით, განსხვავებული აზრები და იდეები აქვთ.

იტალიელი სპეციალისტი დაჟინებით ითხოვს შემადგენლობის სასწრაფოდ გაძლიერებას, რისთვისაც სოლიდური თანხის დახარჯვაა საჭირო. კონტე აპირებს ისეთი შემადგენლობის შეკრებას, რომელიც პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებისთვის ამ სეზონშივე იბრძოლებს.

"ჩელსის" ხელმძღვანელობა არ იზიარებს იტალიელი სპეციალისტის შეხედულებებს და მზად არ არის, მხარი დაუჭიროს მის ყველა ჩანაფიქრს შემადგენლობის გაძლიერებაზე. კლუბის დირექტორატი არა მხოლოდ სწრაფ და მყისიერ გამარჯვებებზე, არამედ შორსმიმავალი გეგმების აშენებაზე ფიქრობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული