28 წლის ფეხბურთელსა და "არსენალს" შორის ხელშეკრულება სეზონის ბოლოს იწურება. ახალი კონტრაქტის თაობაზე კი მხარეებმა ბოლოს თებერვალში ილაპარაკეს, მაგრამ შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ და იოზილმაც გადაწყვიტა, ამ თემაზე სჯა-ბაასი აღარ გაეგრძელებინა.
გერმანელს შეთავაზებული კონტრაქტი არ მოეწონა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, მას კვირაში 280 ათასი გირვანქა უნდა აეღო, რაც, ეტყობა, მის მადას არ აკმაყოფილებდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"