დენი უელბეკი ერთ თვეს იუქმებს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებისა და "არსენალის" თავდამსხმელმა დენი უელბეკმა "ჩელსისთან" მატჩში საზარდულის ტრავმა მიიღო. "ტელეგრაფის" ინფორმაციით, ფეხბურთელი უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვეღარ ითამაშებს.

უელბეკმა ტრავმა მატჩის 73-ე წუთზე მიიღო დავიდ ლუისთან ორთაბრძოლისას და მინდორზე ადგილი ოლივიე ჟირუს დაუთმო.

ცნობილი ხდება, რომ უელბეკი ინგლისის ნაკრების ორ უახლოეს საოქტომბრო მატჩსაც გამოტოვებს, სლოვენიასთან და ლიტვასთან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული