სერია A. XXXVIIII ტურის წინ: ინძაგის თავსატეხი

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ერთი ისეთი თამაშია, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა რომ ეთქმის. "ლაციო" საკუთარ ასპარეზზე დაუხვდება "ინტერს" და თუ არ წააგო, ჩემპიონთა ლიგაში მოხვდება.

თუ მილანელებმა მოიგეს, ცხადია, მაშინ ამ დიდ პატივს ისინი ირგუნებენ.

იტალიური მედია ამ შეხვედრის წინ იმ თავსატეხზე წერს, რომელიც "ლაციალეს" დამრიგებელ სიმონე ინძაგის გაუჩნდა. საქმე ისაა, რომ მომავალ სეზონში "ლაციოს" დაცვის ბურჯი სტეფან დე ვრეი კარიერას სწორედ "ინტერში" გააგრძელებს. თავადაც მიხვდებით, ძალიან უხერხული სიტუაციაა, თუმცა, დიდი ალბათობით, დე ვრეი მაინც იქნება რომაული კლუბის ძირითად შემადგენლობაში...

არის გარკვეული
ინტრიგა ცხრილის ფსკერზეც, თუმცა გასავარდნ ადგილას მყოფი "კროტონე" "ნაპოლის" ეწვევა და საეჭვოა, რამეს გამოჰკრას ხელი. "ნაპოლის" რაც შეეხება, იტალიური მედიის ცნობით, მაურიციო სარი მომავალ სეზონშიც ნეაპოლელთა დამრიგებელი იქნება. კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მას ხელფასის გაზრდასა (წელიწადში 4 მილიონ ევრომდე) და გუნდის გაძლიერებას დაჰპირდა.

სერია A. ბოლო ტური
შაბათი, 19 მაისი
იუვენტუსი-ვერონა 17:00

კვირა, 20 მაისი
ჯენოა-ტორინო 17:00
მილანი-ფიორენტინა 20:00
კალიარი-ატალანტა 20:00
კიევო-ბენევენტო 20:00
ნაპოლი-კროტონე 20:00
სპალ-სამპდორია 20:00
უდინეზე-ბოლონია 20:00
ლაციო-ინტერი 22:45
სასუოლო-რომა 22:45

ბომბარდირები: 29 - ჩირო იმობილე (ლაციო); 28 - მაურო იკარდი (ინტერი); 22 - პაულო დიბალა (იუვენტუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული