ჯონ ტერი "ასტონ ვილადან" მიდის - სად წავა ლეგენდარული ინგლისელი მცველი?

AutoSharing Option
Dailymail-ი იუწყება, რომ "ასტონ ვილას" მცველმა ჯონ ტერიმ გუნდის დატოვება გადაწყვიტა და ბირმინგემულ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გამოემშვიდობება.

ლეგენდარული ინგლისელი მცველის სახელს ჩინეთისა და ამერიკის კლუბებს უკავშირებენ.

"ვილა პარკზე" მომდევნო სეზონიდან, სავარაუდოდ, ასევე აღარ იბურთავებს 22 წლის ნახევარმცველი ჯეკ გრილიში, რომლის სახელსაც "ლესტერს" უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ "ასტონ ვილა" ჩემპიონშიპის პლეი-ოფის ფინალში "ფულემთან" 0:1 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული