
Express.co.uk-ის ცნობით, 59 წლის სპეციალისტმა და ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ ყველა დეტალი უკვე შეათანხმეს.
"ჩელსი" "ნაპოლის" 4,5 მილიონ ფუნტს გადაუხდის, თავად სარის კი 2-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს. სეზონში მისი გასამრჯელო 5,3 მილიონი ფუნტი იქნება.
წყარო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" სარის ასისტენტი ჯანფრანკო ძოლა იქნება.