ბერნარდმა მილანურ კლუბებს "ევერტონი" არჩია და სათამაშოდ "გუდისონ პარკზე" გადავა

AutoSharing Option
Skysports-ი იუწყება, რომ "ევერტონმა" 25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის, ბერნარდის ტრანსფერი შეათანხმა.

სამხრეთამერიკელი ლივერპულს უახლოეს 48 საათში ეწვევა და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

მისი დამატების სურვილი ასევე "მილანს", "ინტერსა" და ლონდონის "ჩელსის" ჰქონდათ, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, "ევერტონის" მწვრთნელ მარკო სილვასთან საუბრის შემდეგ ბერნარდმა "გუდისონ პარკის" ბინადრები აირჩია.

"სელესაოს" რიგებში მას 14 მატჩი აქვს ჩატარებული. "შახტარში" ის 2013-18 წლებში თამაშობდა, კარიერას კი "ატლეტიკო მინეიროში" იწყებდა.

აქვე გეტყვით, რომ "ევერტონი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ აქტიურია.

კლუბმა "უოტფორდიდან" 21 წლის ბრაზილიელი რიჩარლისონი 50
მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა, რამდენიმე დღის წინ კი "ბარსელონადან" ლუკას დინიე დაიმატა.

"გუდისონ პარკზე" უწინასწარმეტყველებენ გადაბარგებას ლონდონის "არსენალის" ფორვარდ დენი უელბეკსაც.

alt"ევერტონმა" რიჩარლისონი შეიძინა და თავისი სატრანსფერო რეკორდი დაამყარა

alt"ევერტონმა" "ბარსელონას" მცველი 18 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბერნარდი არა სტაროპრომენი კიდევ...
levani
14:20 07-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული