"ლივერპულმა" "ჰადერსფილდს" სძლია და პრემიერლიგას "მანჩესტერ სიტისთან" ერთად ლიდერობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-9 ტურში "ლივერპულმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ჰადერსფილდი". გოლი 24-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა გაიტანა.

პრემიერლიგაზე "ლივერპულში" პირველად ითამაშა 24 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფაბინიომ, რომელიც 69-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"წითლების" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ 6-7 ნაღდი მომენტი ჰქონდათ და უფრო დიდი ანგარიშით უნდა მოეგოთ.

"მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ბარნლი" 5:0 გაანადგურა. გოლები სერხიო აგუერომ, ბერნანდო სილვამ, ფერნანდინიომ, რიად მარეზმა და ლეროი სანემ გაიტანეს.

"ლივერპულს" და "მანჩესტერ სიტის" 23-23 ქულა აქვთ და ჩემპიონატს ლიდერობენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაზე ცუდი მომენტების ვიდეოა რაც ცხოვრებაში მინახავს, სირცხვილია რეებს დებთ
superman
16:28 22-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული