ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მწვრთნელი ანტონიო კონტე ინგლისის პრემიერლიგის საარბიტრაჟო კოლეგიის სხდომას დაესწრო.
იტალიელი სპეციალისტი "არისტოკრატებისგან" კონტრაქტით გათვალისწინებული 9 მილიონი გირვანქის გადახდას ითხოვს.
ლონდონური კლუბი კი თვლის, რომ მწვრთნელმა ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის პერსონალის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა. კერძოდ, საუბარია კონტესა და "ჩელსის" ყოფილი ფორვარდის, დიეგო კოშტას კონფლიქტზე, რომლის შემდეგაც ესპანელმა თავდამსხმელმა გუნდი დატოვა.
"ჩელსის" აზრით, ეს კონტრაქტის პირობების დარღვევაა, რის გამოც მათ ფულადი კომპენსაციის შემცირება შეუძლიათ. თუ საარბიტრაჟო კოლეგიის სხდომაზე მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, საქმე, შესაძლოა, უზენაეს სასამართლომდე მივიდეს.
მომზადებულია SkySports-ის
მიხედვით
ჟერარ პიკე: ლიონელ მესი ყველაზე დიდი ტროლია, ვისაც კი ვიცნობ
"ჩემი გატანილი გოლები არ ახსოვთ" - გონსალო იგუაინი არგენტინის ნაკრებიდან წასვლაზე
"სამპდორიას" დირექტორი: კომაში ყოფნისას თავი სამოთხეში მეგონა - სუპერმარკეტს ჰგავდა