"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა Sky Sports-თან საუბარში ტრანსფერებთან დაკავშირებით ისაუბრა.
"სხვა გუნდების ტრანსფერების შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია. წარმოადგენა არ მაქვს ამას როგორ აკეთებენ.
ჩვენ შესაძლებლობების მიხედვით უნდა დავხარჯოთ. მაპატიეთ, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ყველამ. ჩვენ თავის დროზე ჩავდეთ ფული ამ გუნდში, ახლა კი მეტი აღარ შეგვიძლია. ჩვენ საოცრებათა სამყაროში არ ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერს იღებ, რაც მოგინდება.
შეუძლებელია გამუდმებით დახარჯო ფული. რომ შევხედოთ, მსოფლიოში 4 ასეთი კლუბია, რომელსაც მუდმივად შეუძლია თანხის ხარჯვა. "რეალი", "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი" და პსჟ. ისინი
იღებენ იმას, რაც სჭირდებათ და ეს რეალობაა.
ეს არაა კრიტიკა, ზოგი იტყვის, რომ შური მალაპარაკებს, თუმცა ასე არ გახლავთ. ვერავინ ვერ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ 5 ტრანსფერის შემთხვევაში "ლესტერის" წინააღმდეგ თოვლიან მოედანზე ფრედ არ ვითამაშებთ. იქნება ჩვეულებრივი შეხვედრები, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ახალი ფეხბურთელები გვჭირდება. ჩვენ უნდა გვყავდეს გუნდი, რომელიც კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ მომენტში იქნება თამაშისთვის მზად და ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ.
ეს "ლივერპულის" ბოლო წელი არაა, სატრანსფერო ფანჯარა მომდევნო სეზონშიც იქნება. ჩვენ კი ძალიან კარგი გუნდი გვყავს. მასში დიდი რესურსი ჩავდეთ და ახლა ამ გუნდთან ერთად უნდა ვიმუშავოთ", - განაცხადა იურგენ კლოპმა.
"ლივერპულმა" ამ სეზონში მხოლოდ 2 თინეიჯერი ფეხბურთელი დაიმატა. რაც საკმაოდ მოულოდნელი იყო იმ კლუბისაგან, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო და თანხები ჰქონდა ახალი ტრანსფერებისათვის.