იურგენ კლოპმა ინგლისური ენის მარტივად სწავლის მეთოდი გაამხილა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მოჰყვა, თუ როგორ ისწავლა ინგლისური ენა.

"მე სერიალ "მეგობრებს" ვუყურებდი. მათი გაგება ადვილია. როცა უცხო ენას სწავლობ, რამდენიმე დონე არსებობს. პირველ დონეზე ვუგებდი იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოელად მთვლიდნენ და შესაბამისად მესაუბრებოდნენ. მათ იცოდნენ, რომ მათი ენა არ ვიცოდი და ასე მესაუბრებოდნენ - "გა-მარ-ჯო-ბა, მის-ტერ კლოპ".

ყველაფერი ასე იწყება. შემდეგ უკვე ამჩნევ, რომ ადამიანებს შენი უცხოელობა ავიწყდებათ და უფრო სწრაფად იწყებენ საუბარს. მერე შენც აანალიზებ, რომ უფრო და უფრო მეტი რამ გესმის. სწორედ ამიტომ, ძალიან, ძალიან
ხშირად ვუსმენდი რადიოს.

შემდეგ ეტაპზე უკვე ფილმების ყურებას იწყებ, რადგან იქ სხვადასხვა დიალექტზე საუბრობენ, იყენებენ სლენგებსა და ყველაფერს ძალიან ჩვეულებრივად გამოთქვამენ. გერმანელებისთვის ინგლისურის სწავლის ყველაზე მარტივი გზა სერიალი "მეგობრებია". იქ ადვილი დიალოგებია, რომელთა გაგებაც მარტივია", - გადმოსცემს კლოპის სიტყვებს BBC radio 5.

alt იურგენ კლოპი: რატომ ვთამაშობთ ამ ტურნირზე, უბრალოდ რომ გავაუქმოთ?

altიურგენ კლოპი: გამუდმებით ფულის ხარჯვა მხოლოდ ამ კლუბებს შეუძლიათ...

altკლონი - მადრიდის ქუჩებში იურგენ კლოპის ორეული გამოჩნდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული