"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "ოქროს ბურთის" გასული წლის დაჯილდოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მისი გუნდის მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა დამსახურებულად მოიპოვა.
გერმანელმა ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით, ამ ტიტულს წელს ლიონელ მესი მიიღებს.
"თუ ამ გენერაციის საუკეთესო ფეხბურთელზე მიდგება საქმე, რა თქმა უნდა, ეს ჯილდო ყოველწლიურად ლიონელ მესის უნდა გადასცენ, თუმცა გასული წლის შედეგებით ვირჯილ ვან დეიკმა "ოქროს ბურთის" მოგება დაიმსახურა.
არ ვიცი, მოიგებს თუ არა არგენტინელი წელს ამ პრესტიჟულ ჯილდოს, თუმცა მგონია, რომ ფავორიტი სწორედ ისაა", -
ამბობს კლოპი.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 2 დეკემბერს, პარიზის თეატრ "შატლში" გაიმართება.