მარცხიც ამას ჰქვია - "ლივერპული" ერთ-ერთ აუტსაიდერთან განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 28-ე ტურში "ლივერპული" გასვლაზე სენსაციურად 0:3 დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "უოტფორდთან".

დუბლი და საგოლე გადაცემა 22 წლის სენეგალელმა თავდამსხმელმა ისმაილა სარიმ მიითვალა.

ასე შეწყდა ინგლისის პირველობაზე "წითლების" 44-მატჩიანი წაუგებელი სერია - იურგენ კლოპის გუნდმა "არსენალის" რეკორდის დამხობა ვერ შეძლო.

"ლივერპულმა" მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი მარცხი განიცადა, 79 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 22 ქულით უსწრებს და 7 მარტს "ბორნმუთს" უმასპინძლებს.

უოტფორდი. "ვიკარეჯ როუდი". 21 634 მაყურებელი
უოტფორდი - ლივერპული 3:0
გოლები: 1:0 სარი (54), 2:0 სარი (60), 3:0 დინი (72)

მკითხველის კომენტარები / 3 /
პირველი გოლი კიდევ არაუშავს, მარა მეორე და განსაკუთრებით ბოლო. ტოტალიზატორებმა გაიჩალიჩეს. დინია თუ დრინი, აუუ რა მოძუძგა გოლის მერე, მაგას მართლა სჯერავს, რომ დაცვას აჯობა სირბილში?
აბა ფული თუ გინდა, ზოგჯერ დუბარაც უნდა გააგორო, აპაა!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
03:18 01-03-2020
0
ჯერ ასე აშკარად გაკეტებული ტამაშ
ი არ მინახავს კარგატ დაააკვირდიტ გოლებს
levani
01:48 01-03-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული