ინგლისის თასზე "ჩელსისთან" ნამატჩევს (0:2) BBC Sport-ს "ლივერპულის" მენეჯერი იურგენ კლოპი გაესაუბრა.
"ძალიან მინდა, "უოტფორდთან" წაგება აღარ გამახსენოთ. დღეს კი იმიტომ დავმარცხდით, რომ ორი საშინელი შეცდომა დავუშვით და მეტოქემ გოლები გაიტანა.
ღია თამაში იყო. პირველ ტაიმში 3-4 მომენტი გვქონდა. მანე გოლის გატანასთან ახლოს იყო.
დასვენებული ფეხბურთელები გვჭირდებოდა და ამიტომ გავაკეთე რამდენიმე შეცვლა, მაგრამ თამაში ვერ გადავარჩინეთ.
"ჩელსი" კონტრშეტევაზე თამაშობდა. ეს ნორმალურია და ზოგიერთ მომენტში გაუჭირდა. ჩვენი თამაშის მნიშვნელოვანი ნაწილი მართლაც მომეწონა.

გვესმის, უკეთ გარჯა გვმართებს. ყველაფერი ჩვენს ხელთაა და სწორ
გზას უნდა დავადგეთ. ცუდი სამი კვირა გვქონდა, თუმცა გვაქვს შანსი, შემდეგი სამი კვირა უკეთესი გვქონდეს. ასეთი გეგმა გვაქვს.
ახლა "ატლეტიკო" არ გვაინტერესებს, "ბორნმუთზე" ვფიქრობთ. არაა საჭირო ჩვენი შეცოდება: გამარჯვება გვინდა და ამას შაბათს შევეცდებით".