"მანჩესტერის" ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა კორონავირუსის პირობებში პრემიერლიგის შესაძლო განახლებაზე ისაუბრა.
"რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს, რომ სეზონი არ განახლდეს? ფეხბურთელი, თანამშრომელი უნდა მოკვდეს? როგორ რისკზე უნდა წავიდეთ? ეს წმინდა ეკონომიკური საკითხია. მე ვთვლი, რომ არა ეკონომიკური ინტერესები, კითხვებიც არ იქნებოდა.
ფიფას ერთ-ერთმა სამედიცინო მუშაკმა მითხრა, რომ ფეხბურთის მატჩები სექტემბრამდე არ უნდა ჩატარდეს. ვფიქრობ, ფინანსური ინტერესები რომ არ იყოს, ფეხბურთის მატჩები კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში არ გაიმართებოდა.
ამ სეზონში კლუბებს უზარმაზარი ინვესტიციები აქვთ. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს, მაგალითად, "ლიდსისთვის", რომელსაც პრემიერლიგაში
გადასვლის შანსი აქვს, დიდი ფულის მიღება შეუძლია. შესაბამისად, დიდი ფული შეიძლება დაკარგოს. ეს ხალხს გონებას უბინდავს", - განუცხადა Sky Sports-ს გარი ნევილმა.
ამ სეზონში კლუბებს უზარმაზარი ინვესტიციები აქვთ. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს, მაგალითად, "ლიდსისთვის", რომელსაც პრემიერლიგაში
29 აპრილის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში 162 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, 20 ათასზე მეტი გარდაიცვალა, 813-ზე მეტი გამოჯანმრთელდა.